ირაკლი კობახიძე - საქართველო იქნება თავიდან ბოლომდე მზად, რათა დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი
საქართველო იქნება თავიდან ბოლომდე მზად, რათა დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა.
მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ შარშანდელისგან განსხვავებით, წელს მაინც იქნება მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება.
„ამისთვის ყველაფერი კეთდება და ყველაფერი გაკეთდება. დანარჩენი, ვნახოთ. იმედია, რომ ამ წელს მაინც, შარშანდელისგან განსხვავებით, მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. თქვენ გახსოვთ, რომ შარშან მოლდოვასა და უკრაინას ავანსად მიეცათ კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, უარი ეთქვა. ამას დღემდე იყენებს რადიკალური ოპოზიცია პოლარიზაციისთვის. რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი და სამართლიანი. იმედი გვაქვს, წელს იქნება მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება, რაც მნიშვნელოვნად დადებითად აისახება, მათ შორის ე.წ. პოლარიზაციაზეც საქართველოში“, – განაცხადა კობახიძემ.