ირაკლი კობახიძე - საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი, რომელმაც საპარლამენტო რეზოლუციის დონეზე გამოხატა მხარდაჭერა და სოლიდარობა მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველომ უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა მკაფიოდ დააფიქსირა.
მისი თქმით, საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი, რომელმაც საპარლამენტო რეზოლუციის დონეზე გამოხატა მხარდაჭერა და სოლიდარობა მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ.
„ჩვენი პოზიცია ამ თვალსაზრისით არის რა თქმა უნდა ძალიან მკაფიო, სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ არის ძალიან მკაფიო. ჩვენი სურვილი ისევ და ისევ არის პირველ რიგში უკრაინაში ომის არდაშვება, თუმცა ტენდენცია არის ძალიან ცუდი, ძალიან სამწუხარო და შეიძლება, მივიღოთ შეუქცევადი, ნეგატიური პროცესები. ჩვენ დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ამის მიხედვით გვექნება ჩვენი პოლიტიკური რეაქცია სხვადასხვა განვითარების შემთხვევაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.