საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას არ ჩქარობს.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, გადაწყვეტილება აგვისტოს განმავლობაში მიიღოს, რის შემდეგაც საარჩევნოდ მოსამზადებლად ორთვიანი პერიოდი ექნებათ.
„სხვებს დასახელებული ჰყავთ კანდიდატები, შესაბამისად, შეგვიძლია, კარგად შევაფასოთ მათი მინუსები, პლუსები და ამის საფუძველზე დავგეგმოთ ჩვენი საარჩევნო კამპანია. როდესაც ჩვენმა კონკურენტებმა არ იციან, ვინ არის ჩვენი კანდიდატი, ასეთ დროს გვაქვს ფარდობითი უპირატესობა, ეს არის უმარტივესი, წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ არ გვეჩქარება კანდიდატის დასახელება, შეგვიძლია, აგვისტოს განმავლობაში მივიღოთ გადაწყვეტილება და ამის შემდეგ, დაახლოებით ორთვიანი პერიოდი გვექნება საარჩევნოდ მომზადებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.