ირაკლი კობახიძე - სამწუხაროა, რომ გარკვეულ ძალებს აქვთ ინტერესი, მეტად დაძაბონ ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის, ჩვენ ამაში ვერავის შევყვებით
სამწუხაროა, რომ გარკვეულ ძალებს აქვთ ინტერესი, მეტად დაძაბონ ურთიერთობები ხელისუფლებებს შორის. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში ვერავის შევყვებით. ჩვენი სურვილი და ამოცანაა, დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძემ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტასთან დაკავშირებით რადას ერთ-ერთი დეპუტატის განცხადების თაობაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს არის ცალკეული დეპუტატის განცხადება, რაც ნაკლებად საინტერესოა.
„რადას დეპუტატის განცხადება ნაკლებად საინტერესოა. ეს არის ცალკეული დეპუტატის განცხადება. ჩვენთვის სამწუხაროა ის გადაწყვეტილება, რომელიც გაახმოვანა უკრაინის ხელისუფლებამ უმაღლეს დონეზე. თავის დროზე გახსოვთ, რომ უკრაინის ელჩი გაიწვიეს საქართველოდან, რასაც არავითარი ახსნა არ ჰქონდა. წარმოიდგინეთ, ბელარუსის ელჩი არ გაუწვევიათ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან პირველი შეტევა უკრაინაზე სწორედ ბელარუსის მიმართულებიდან განხორციელდა, ბელარუსიდან შევიდნენ რუსული ტანკები უკრაინაში. არ გაუწვევიათ ბელარუსის ელჩი, გაიწვიეს საქართველოს ელჩი. ამას ხომ არავითარი ახსნა არ აქვს. სამწუხაროდ, ქვეყანა არის ომის მდგომარეობაში და შესაბამისად, ზეგავლენის ხარისხი ამ ქვეყანაზე არის სერიოზული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.