ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის შეწყალება სალომე ზურაბიშვილის საქმეა და იმედია, მორიგ ღალატს არ ჩაიდენს, თუმცა მისგან ყველაფერია მოსალოდნელი
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის შეწყალება სალომე ზურაბიშვილის საქმეა და იმედია, მორიგ ღალატს არ ჩაიდენს, თუმცა მისგან ყველაფერია მოსალოდნელი

სალომე ზურაბიშვილს თავის დროზე მხარი დაუჭირა იმ ამომრჩეველმა, ვისთვისაც სააკაშვილის დანაშაულები პრინციპულად მიუღებელია. იმედია, ამომრჩევლის წინაშე მორიგ ღალატს არ ჩაიდენს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა კითხვის საპასუხოდ, რომელიც სააკაშვილის შეწყალების საკითხს ეხებოდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

„სალომე ზურაბიშვილისგან არაფერი გვიკვირს, თანდათან წითელ ხაზებს კვეთს. არ ვიცი, ყველა წითელ ხაზს ბოლომდე გადაკვეთს თუ არა, მაგრამ, თეორიულად, მისი მხრიდან ეს ამომრჩევლის წინაშე მორიგი ღალატი იქნება. თავის დროზე მას მხარი დაუჭირა იმ ამომრჩეველმა, ვისთვისაც სააკაშვილის დანაშაულები პრინციპულად მიუღებელია. მას შეუძლია, კიდევ ერთხელ უღალატოს ამომრჩეველს, რომელმაც მხარი დაუჭირა და მისგან არაფერი გვიკვირს, მაგრამ ვნახოთ. ეს მისი საქმეა და იმედია, მორიგ ღალატს არ ჩაიდენს, თუმცა მისგან ყველაფერია მოსალოდნელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.