ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილის სურვილია, შეასრულოს გამაერთიანებლის როლი და მან სწორი აქცენტები დასვა
სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ძალიან შთამბეჭდავი სიტყვა და შეეხო როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკურ საკითხებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია, რომელიც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით.
„რა თქმა უნდა, ჩვენთვის საერთო ამოცანა არის ნატო-სა და ევროკავშირში სრული ინტეგრაცია. სალომე ზურაბიშვილმა ბრძანა, რომ მისი საქმიანობა, რა თქმა უნდა, დაეთმობა ამ საკითხების გადაწყვეტას და საშინაო მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო განცხადება იმის თაობაზე, რომ მისი სურვილია, შეასრულოს გამაერთიანებლის როლი და მან ძალიან სწორი და კარგი აქცენტები დასვა ამასთან დაკავშირებით, რისთვისაც მას მინდა მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თელავში გუშინ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართა.