ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველო არც შარშან იმსახურებდა სტატუსს და არც წელს იმსახურებს, რადიკალური ოპოზიციის ანტისაკანდიდატო კამპანიაში ჩაერთო, რაც დასანანია
სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის ანტისაკანდიდატო კამპანიაში ჩაერთო, რაც ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტში მოხსენებისას სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუს არ იმსახურებს.
„სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველო არც შარშან იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და არც წელს იმსახურებს. აქ მოხსენებაში აქვს ეს ნათქვამი. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის ანტისაკანდიდატო რიტორიკაში, კამპანიაში ჩაერთო, რაც ძალიან მძიმე, სამწუხარო და დასანანია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.