ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი ნეიტრალური და ზეპარტიული პრეზიდენტის ფუნქციას საუკეთესოდ შეასრულებს
კონსტიტუციური მოწყობის თანახმად, პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული და ნეიტრალური, სწორედ ამას ეფუძნებოდა ჩვენი გადაწყვეტილება, როდესაც კანდიდატად არა პარტიის რომელიმე ლიდერი, არამედ სალომე ზურაბიშვილი დავასახელეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ამ ფუნქციის შესრულება სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.
„სალომე ზურაბიშვილის დავუჭირეთ მხარი, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს და ვფიქრობთ, რომ ჩვენი მიზანი აუცილებლად შესრულდება. ის იყო ერთადერთი კანდიდატი ამ არჩევნებში, რომელსაც ამ ფუნქციის შესრულება შეეძლო. რა თქმა უნდა, ეს იქნება გარკვეულ სირთულეებთან დაკავშირებული. თუ ოპოზიცია და პოზიცია სათანადო პასუხისმგებლობით მიუდგება აღნიშნული ტრადიციის ჩამოყალიბებას, ამ შემთხვევაში, მიზანი სრულფასოვნად შესრულდება. ასევე ეს დამოკიდებულია პოლიტიკურ ძალებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი ნეიტრალური და ზეპარტიული პრეზიდენტის ფუნქციას საუკეთესოდ შეასრულებს.