ირაკლი კობახიძე სალომე სამადაშვილს - თქვენ მოკალით არა მხოლოდ სანდრო გირგვლიანი, არამედ ირინა ენუქიძე
თქვენ მოკალით არა მხოლოდ სანდრო გირგვლიანი, არამედ ირინა ენუქიძე, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატს სალომე სამადაშვილს პლენარულ სხდომაზე, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე იმსჯელეს.
სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში მთავრობა უნდა გადადგეს.
„შვილმოკლულ მამას ქუდზე კაცის დაძახება უწევს იმისთვის, რომ საკუთარი უფლებები დაიცვას. ამ ვითარებაში მთავრობა უნდა გადადგეს“, – აღნიშნა სამადაშვილმა.
ოპოზიციონერ დეპუტატს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიკროფონი გამოურთო და აღნიშნა, რომ სამადაშვილმა პროცედურა დაარღვია.
„ამაზე გირგვლიანის მკვლელები საუბრობენ. თქვენ მოკალით არა მხოლოდ სანდრო გირგვლიანი, არამედ ირინა ენუქიძეც და ეს არის რეალობა. სამწუხაროა, ეს ყველაფერი“, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა.