ირაკლი კობახიძე - სახელმწიფომ ძალიან კარგად იცის თავისი პასუხისმგებლობა, ქვეყანაში ადამიანის უფლებები არის დაცული და ამით განვსხვავდებით წინა ხელისუფლებისგან
ირაკლი კობახიძე - სახელმწიფომ ძალიან კარგად იცის თავისი პასუხისმგებლობა, ქვეყანაში ადამიანის უფლებები არის დაცული და ამით განვსხვავდებით წინა ხელისუფლებისგან

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ადამიანის უფლებები დაცულია, რაც განასხვავებს მას წინა ხელისუფლებისგან.

კობახიძის თქმით, ქვეყანაში დაცულია ყველას უფლება, მათ შორის, ციხეში.

„სახელმწიფომ ძალიან კარგად იცის თავისი პასუხისმგებლობა, განსხვავებით 2012 წლამდე პერიოდისგან. ციხეში არის ის პირობები, რაც უნდა იყოს, საავადმყოფოებში არის ის პირობები, რომელიც უნდა იყოს. ადამიანის უფლებები არის დაცული. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ამით განსხვავდება ჩვენი ხელისუფლება იმათგან“, – განაცხადა კობახიძემ.

„ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“.