„ამერიკის ხმა“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა
„ამერიკის ხმა“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობას ძალიან ახლოდან აკვირდება, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ წერილობით განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ყველა ძირითად უფლებაზე, მათ შორის შესაბამისი მკურნალობის უფლებაზეც, პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა.

„ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და ადამიანური უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა. სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ჩვენ განვაგრძობთ შესაბამის პირებთან სააკაშვილის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის ადვოკატირებას“, – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.