ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო, სეკულარიზმის პრინციპის დაცვით, მიიღებს ყველა ზომას, რათა დავიცვათ დედაეკლესია ნეობოლშევიკური იდეოლოგიით ნაკარნახევი თავდასხმებისგან
ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო, სეკულარიზმის პრინციპის დაცვით, მიიღებს ყველა ზომას, რათა დავიცვათ დედაეკლესია ნეობოლშევიკური იდეოლოგიით ნაკარნახევი თავდასხმებისგან

სახელმწიფო მიიღებს ყველა ზომას, რათა უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

აღნიშნული განცხადება მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას გააკეთა.

„სახელმწიფო, სეკულარიზმის პრინციპის დაცვით, მიიღებს ყველა ზომას, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და დავიცვათ დედაეკლესია ნეობოლშევიკური იდეოლოგიით ნაკარნახევი თავდასხმებისგან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მანამდე კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ „2004-2012 წლებში მაშინდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა საზოგადოების სტრუქტურის მოსაშლელად, ინტელიგენციის „ჩასარეცხად“, სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, რასაც მოჰყვა ფსევდოელიტის ფორმირება, რომელიც დღემდე საქართველოში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდით არის დაკავებული  და სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე დგას“.