ირაკლი კობახიძე - საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა იცოდნენ სიმართლე, ვინ ვინ არის, ამას ემსახურებოდა საინფორმაციო ბიულეტენის გაგზავნა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებმა სიმართლე უნდა იცოდნენ და სწორედ ამას ემსახურებოდა პარტნიორებთან გაგზავნილი საინფორმაციო ბიულეტენი.
„ჩვენ სიმართლის თაობაზე საერთაშორისო პარტნიორებს ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, ამას ემსახურებოდა ის საინფორმაციო ბიულეტენი, რომელიც გაიგზავნა საერთაშორისო პარტნიორებთან. მათ უნდა იცოდნენ სრული სიმართლე იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ვინ არის და ვინ ვინ არ არის. ეს ინფორმაცია მათ მიეწოდათ და ისინი ობიექტურ შთაბეჭდილებას ჩამოიყალიბენენ იმის თაობაზე, თუ რა ხდება საქართველოში, ვინ არის და ვინ არა პოლიტიკოსი“,- აღნიშნა კობახიძემ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის კახა კუჭავას განცხადებით, ევროპარლამენტარებს და სხვა პირებს, რომლებსაც სიახლეები აქვთ გამოწერილი, საინფორმაციო ბიულეტენი გაეგზავნათ.
მისივე განმარტებით, მსგავს საინფორმაციო ბიულეტინებს პერიოდულად ყველა პარტია აგზავნის.
ამასთან, კუჭავა ამბობს, რომ ბიულეტინში გიორგი რურუასთან დაკავშირებით ზუსტი ფაქტები იყო მოყვანილი.