ირაკლი კობახიძე - საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასების თანახმად, უზრუნველყოფილია არჩევნების სათანადო ლეგიტიმაცია
ირაკლი კობახიძე - საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასების თანახმად, უზრუნველყოფილია არჩევნების სათანადო ლეგიტიმაცია

ჩვენთვის მთავარია საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება, ამ შეფასების თანახმად, არის უზრუნველყოფილი ამ არჩევნების სათანადო ლეგიტიმაცია. ეს არის ის სურათი, რომელიც იყო ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის პირადი ინიციატივის, ევროპული სტილის კამპანიის დაწყების პასუხი იყო აგრესია და სიძულვილი.

„ჩვენ არავის არ მოგვეწონა არჩევნები, როგორც ის წარიმართა, გამომდინარე იქიდან, რომ გაჯერებული იყო ეს არჩევნები სიძულვილით, აგრესიით. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ დავიწყეთ ევროპული სტილის კამპანია, ეს იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის პირადი ინიციატივა, თუმცა ამის საპასუხოდ ჩვენ მივიღეთ აგრესია, სიძულვილი, გინება. დედის გინება ისმოდა „რუსთავი2“-ის ეთერში, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში. ასეთ რეჟიმში წარმართული არჩევნები, ბუნებრივია, ხელს არ უწყობს საქართველოში პოლიტიკური კულტურის განვითარებას. თუმცა, ეს არის იმ ადამიანების არჩევანი, რომლებიც დღეს წარმოადგენენ „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ შორის, „რუსთავი2“-ს. საუბარია სააკაშვილზე, გვარამიაზე, ვაშაძეზე და შკლიაროვზე. ეს არის მათი არჩევანი. ჩვენი არჩევანი არის, ჩვენი ქვეყნის განვითარება“, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.