ირაკლი კობახიძე საარჩევნო ადმინისტრაციას, შსს-სა და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს მადლობას უხდის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების მოსამზადებელი სამუშაოების სათანადო წარმართვისთვის მადლობა გადაუხადა.
ირაკლი კობახიძემ მადლობა ასევე გადაუხადა შსს-ს და პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტებს.
„მადლობა გვინდა გადავუხადოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელმაც სისტემატური პროვოკაციების მიუხედავად, წარმატებით შეძლო ინციდენტების პრევენცია. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის, ასევე ჩვენს აქტივისტებს, რომლებიც არ პასუხობდნენ „ნაციონალების“ პროვოკაციებს და არ აძლევდნენ მათ ვითარების ესკალაციის შესაძლებლობას. მთლიანობაში, ხელისუფლების მხრიდან უზრუნველყოფილი იყო თითოეული საარჩევნო კანდიდატის მიერ საარჩევნო აგიტაციის თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში წარმართვა. მადლობას ვუხდი ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის, რასაც შეაქვს ფასდაუდებელი წვლილი ქართული დემოკრატიის განვითარებაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.