ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის დამსახურებით, ბევრი მამა ვერ დაუბრუნდა შვილებს, ზურაბიშვილს თუ სურს, სააკაშვილის ამორალურობის თანაზიარი გახდეს, შეუძლია, მიიღოს შეწყალების გადაწყვეტილება
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის დამსახურებით, ბევრი მამა ვერ დაუბრუნდა შვილებს, ზურაბიშვილს თუ სურს, სააკაშვილის ამორალურობის თანაზიარი გახდეს, შეუძლია, მიიღოს შეწყალების გადაწყვეტილება

სალომე ზურაბიშვილს თუ სურს, გახდეს სააკაშვილის ამორალურობის თანაზიარი, მაშინ შეუძლია, მიიღოს შეწყალების გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გამო ბევრი მამა ვერ დაუბრუნდა საკუთარ შვილებს.

„სააკაშვილის დამსახურებით, ძალიან ბევრი მამა ვერ დაუბრუნდა საკუთარ შვილებს, მინდა, შევახსენო ეს მიხეილ სააკაშვილს. რა მორალზეა საუბარი, როდესაც ვეხებით მიხეილ სააკაშვილს? რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მას თუ სურს, გახდეს სააკაშვილის ამორალურობის თანაზიარი, მაშინ შეუძლია, მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ამაში ღრმად ვერ შევალ“, – განაცხადა კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „მინდა, მივულოცო სალომე ზურაბიშვილს, სწორი აქცენტები გაამახვილა ოლიგარქიაზე, მას შეუძლია, ხელის ერთი მოწერით დაუბრუნოს შვილებს მამა, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი“.