ირაკლი კობახიძე - სააკაშვილი პერიოდულად ცდილობს, ფანტაზიები გაშალოს, დაამტკიცოს, რომ აქვს სამედიცინო დარღვევები, ვინ რა თანამდებობაზე განიხილება, საზოგადოებას ყოველთვის ვაწვდით ინფორმაციას, ასე რომ, ნუ ინერვიულებს

ვინ რა თანამდებობაზე განიხილება, საზოგადოებას ყოველთვის სათანადო დროს ვაწვდით შესაბამის ინფორმაციას, ასე რომ, სააკაშვილი ნუ ინერვიულებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე – თეა წულუკიანი, ხოლო პრემიერ-მინისტრად კახა კალაძე განიხილება.

„სააკაშვილი პერიოდულად ცდილობს, რომ რაღაც საკუთარი ფანტაზიები გაშალოს ხოლმე, დაამტკიცოს, რომ აქვს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დარღვევები და ა.შ. მის განცხადებებზე სერიოზული კომენტარების გაკეთება არასწორია.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ რა თანამდებობაზე განიხილება, როცა არის ხოლმე შესაბამისი დრო, საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ყოველთვის სათანადო დროს ვაწვდით შესაბამის ინფორმაციას. ასე რომ, სააკაშვილი ნუ ინერვიულებს“, – განაცხადა კობახიძემ.