ირაკლი კობახიძე - სააკაშვილს, მელიას, გვარამიას, ბოკერიას აქვთ ერთი საერთო ნიშანი, ისინი არიან პათოლოგიური ადამიანები, ქართულ დემოკრატიას პათოლოგიები არ სჭირდება
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილს, მელიას, გვარამიას, ბოკერიას აქვთ ერთი საერთო ნიშანი, ისინი არიან პათოლოგიური ადამიანები, ქართულ დემოკრატიას პათოლოგიები არ სჭირდება

არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ლიდერი რა განცხადებას გააკეთებს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ქართული საზოგადოება, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, გამოვა არჩევნებზე და ჩვენს კანდიდატებს დაუჭერენ მხარს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ხოლო ნიკანორ მელია – ფორმალური ლიდერი.

„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა კანდიდატების მხარდაჭერას, ეს არის ერთი და იგივე ძალა. მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერია, ნიკანორ მელია არის ფორმალური ლიდერი და რეალურად, მიხეილ სააკაშვილის თანაშემწე. ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა. თვალი გადაავლეთ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს – სააკაშვილი, მელია, გვარამია, ბოკერია და ა.შ. მათ აქვთ ერთი საერთო ნიშანი – ისინი არიან პათოლოგიური ადამიანები და შესაბამისად, ნებისმიერი მათგანის მხარდაჭერა პათოლოგების მხარდაჭერას ნიშნავს. ქართულ დემოკრატიას პათოლოგიები და პათოლოგი ადამიანები არ სჭირდება“, – განაცხადა კობახიძემ.