ირაკლი კობახიძე - რუსეთთან თუ რაიმე კომუნიკაცია შეიძლება, შედგეს, ამისთვის არის ერთადერთი არხი, მთავრობის სპეცწარმომადგენელი, გუშინ არ ხდებოდა არაფერი განსაკუთრებული, ჩვენ რა კომუნიკაცია უნდა გვქონოდა?

რაიმე კომუნიკაცია თუ შეიძლება, შედგეს რუსეთთან, ამისთვის არის ერთადერთი არხი, მთავრობის სპეცწარმომადგენლის არხი, ამის იქეთ არხები არ არსებობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ის, რაც გუშინ რუსეთში ხდებოდა, ქვეყნის შიდა საქმეა.

„ჩვენ გვაქვს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ჰუმანიტარულ საკითხებზე ურთიერთობები, მაგრამ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები. თუ რაიმე კომუნიკაცია შეიძლება, შედგეს, ამისთვის არის ერთადერთი არხი, მთავრობის სპეცწარმომადგენლის არხი. ამის იქეთ არხები არ არსებობს. გუშინ არ ხდებოდა არაფერი განსაკუთრებული. რუსეთის შიდა საქმეა, რაც გუშინ ხდებოდა. ჩვენ რა კომუნიკაცია უნდა გვქონოდა ამაზე?“ – განაცხადა კობახიძემ.