ირაკლი კობახიძე - რუსეთთან ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები, რაც დეოკუპაციასთან არის დაკავშირებული
ირაკლი კობახიძე - რუსეთთან ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები, რაც დეოკუპაციასთან არის დაკავშირებული

რუსეთთან ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები, რაც დეოკუპაციასთანა არის დაკავშირებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი აქტიურადაა ჩართული პროცესში, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან და ასევე, ჩვენი ორი თანამოქალაქის გათავისუფლებასთანაა დაკავშირებული. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს დღეებში ეს პროცესი დასრულდება.

მისი თქმით, რუსეთთან “ჩვენ გვაქვს პრაგმატული, მშვიდობიანი პოლიტიკა, ეს არის ხაზი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მიყვება და პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს”.

„ამავდროულად, ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები, რაც დეოკუპაციასთანაა დაკავშირებული და თითოეული ჩვენი მოქალაქე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართ ერთგულია.

წითელი ხაზები დასავლურ ინტეგრაციასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ჩვენი ხედვა ძალიან მკაფიოა და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.