ირაკლი კობახიძე - რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერება საინტერესო და მგრძნობიარე პროცესია
ირაკლი კობახიძე - რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერება საინტერესო და მგრძნობიარე პროცესია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერება საინტერესო პროცესია.

მისი თქმით, საკითხი ძალიან მგრძნობიარეა.

„ამის იქით კომენტარს არ გავაკეთებ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საინტერესოა ეს პროცესები, რაც ჩვენ ვიხილეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გუშინ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ დაადასტურა, რომ რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს 1-ლი სექტემბრიდან სოციალური დაფინანსება შეუჩერა.