ირაკლი კობახიძე - რუსეთი როდესაც ძალას იკრებს, საქართველოს საფრთხე ეზრდება, ამაზე ვსაუბრობდი, როგორ შეიძლება ეს ვინმემ წაიკითხოს გულშემატკივრობად
რუსეთი როდესაც ძალას იკრებს, ამ შემთხვევაში საქართველოს საფრთხე ეზრდება და ამაზე ვსაუბრობდი, როგორ შეიძლება, ეს ვინმემ წაიკითხოს გულშემატკივრობად, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ომში იყო გარკვეული ეტაპი, როდესაც უკრიანამ მოახერხა გარდატეხის შეტანა და ტერიტორიების დიდი ნაწილი დაიბრუნეს, ეს იყო ხარკოვის და ხერსონის ოლქის ნაწილები.
„ეს ორთვენახევრის მანძილზე გაგრძელდა. უპირატესობა ჰქონდა უკრაინას ეს იყო ფაქტი მაშინ. ამის შემდეგ დგება ახალი წელი და იანვრიდან გაგრძელდა საომარი მოქმედებები. ნახეთ ნებისმიერი სანდო წყარო, იანვარ-თებერვალში უკრაინელებს დასახლებული პუნქტები არ აუღიათ და რუსეთმა ბევრი დასახლებული პუნქტი აიღო – ეს არის მოცემულობა, რაც არის ფაქტი.
როდესაც რუსეთი ძალას იკრებს, ამ შემთხვევაში საქართველოს საფრთხე ეზრდება და ამაზე ვსაუბრობდი, როგორ შეიძლება ეს ვინმემ წაიკითხოს გულშემატკივრობად?!
აქედან ჩანს, რომ ეს ყველაფერი არის ცარიელი სიყალბე. ჩვენ ჩვენი ამბავი გვაწუხებს და წუხილია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მიმართ ინტერესი იზრდება, რომ ქვეყანა ჩაერთოს საომარ მოქმედებებში.
ამ დონის სიყალბე და სიცრუე ჩვენ არ გვიკვრის, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, მე ვთქვი უტყუარი ფაქტი, რასაც ამბობს ბრიტანული დაზვერვა, ამერიკული დაზვერვა და ა.შ. აქაც წუხილი გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საფრთხე ეზრდება საქართველოს. ეს ვინმემ როგორ შეიძლება აღიქვას, როგორც გულშემატკივრობა? – განაცხადა კობახიძემ.