ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ უკრაინაში გასამგზავრებლად ორი დელეგაცია შედგეს
ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ უკრაინაში გასამგზავრებლად ორი დელეგაცია შედგეს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მოცემულობა შეიცვალა და უკრაინაში განხორციელდება არა საპარლამენტო დელეგაციის, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი, სწორედ პარლამენტის თავმჯდომარე გადაწყვეტს, როგორც ჩამოაყალიბებს დელეგაციას.

„ამაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს, ეს არის შალვა პაპუაშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივა. საპარლამენტო დელეგაცია აბსოლუტურად გასხვავებული ფორმატია და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი არის აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატი. როდესაც ხორციელდება პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი, ამ დროს დელეგაციას ადგენს თავად პარლამენტის თავმჯდომარე, მე არ მაქვ სუფლება ამაზე გაგცეთ პასუხი, ეს არის შალვა პაპუაშვილის პრეროგატივა. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე მიდის პარლამენტის სახელით სხვა ქვეყანაში, ეს არის უკვე პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია, რაც არის აბსოლუტურსდ განსხვავებული, სპეციფიური ფორმატი. პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა, როგორ ჩამოაყალიბებს დელეგაციას“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ განმარტა, რომ როგორც არ უნდა ჩამოყალიბდეს პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია, ეს არ უზღუდავს არც ერთ პარლამენტარს არც ერთი პოლიტიკური ჯგუფიდან იმის საშუალებას, რომ თავადაც, ჩვეულებრივი საპარლამენტო დელეგაციის ფარგლებში გაემგზავროს უკრაინაში.

კობახიძე არც იმას გამორიცხავს, რომ ორი სხვადასხვა დელეგაცია შედგეს.

„როგორც არ უნდა ჩამოყალიბდეს პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია, ეს არ უზღუდავს არც ერთ პარლამენტარს არც ერთი პოლიტიკური ჯგუფიდან იმის საშუალებას, რომ თავადაც საპარლამენტო დელეგაციის ფარგლებში, ოღონდ ჩვეულებრივი საპარლამენტო დელეგაციის ფარგლებში გაემგზავროს უკრაინაში. უკრაინიდან გამოგზავნილია საერთო მოწვევა ზოგადად პარლამენტარებზე, ისიც არ არის გამორიცხული, რომ ორი სხვადასხვა დელეგაცია შედგეს.

ზოგადი პრაქტიკაა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია არ არის ხოლმე მეტისმეტად ფართო, ამას აქვს თავისი სპეციფიკა, შესაბამისად, ამ კუთხით, ბუნებრივია, გადაიხედება დელეგაციის შემადგენლობა. რაც შეეხება მეორე საპარლამენტო დელეგაციას, რომელიც შეიძლება, შედგეს, ამის უფლება აქვს აბსოლუტურად ყველა პარლამენტარს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგასთან და დაუდასტურა უკრაინაში ვიზიტისთვის მზადყოფნა.