ირაკლი კობახიძე - როგორ შეიძლება, სალომე ზურაბიშვილი და გვარამია ან ხაზარაძე და გახარია გაერთიანდნენ, როცა ასეთი ადამიანები ერთიანდებიან, ერთადერთი ლოგიკაა, არიან უცხოელი აგენტები
ირაკლი კობახიძე - როგორ შეიძლება, სალომე ზურაბიშვილი და გვარამია ან ხაზარაძე და გახარია გაერთიანდნენ, როცა ასეთი ადამიანები ერთიანდებიან, ერთადერთი ლოგიკაა, არიან უცხოელი აგენტები

როგორ შეიძლება, სალომე ზურაბიშვილი და გვარამია, ან ხაზარაძე და გახარია გაერთიანდნენ, ერთმანეთს ლანძღავდნენ და აგინებდნენ ეს ადამიანები უშვერი სიტყვებით. ეს არის ოპოზიციის საცოდავი მდგომარეობა დღევანდელ დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის თქმით, როდესაც ასეთი ადამიანები ერთიანდებიან, აქ არის ერთადერთი ლოგიკა, ისინი სინამდვილეში არიან უცხოელი აგენტები.

„მთელი ოპოზიცია არის საოცრება, ხაზარაძე და გახარია აპირებენ გაერთიანებას. ერთი მეორეს უწოდებდა თაღლითს, მეორე პირველს უწოდებდა თვალთხარიას, გვარამია რასაც უწოდებდა სალომე ზურაბიშვილს, ამას ვერავინ ვერ გავიმეორებთ. ასეთი საშინელება ხდება. როდესაც ასეთი ადამიანები ერთიანდებიან, აქ არის ერთადერთი ლოგიკა – ისინი სინამდვილეში არიან უცხოელი აგენტები. რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია ამის წარმოდგენა, როგორ შეიძლება სალომე ზურაბიშვილი და გვარამია გაერთიანდნენ ან ხაზარაძე და გახარია გაერთიანდნენ. ერთმანეთს ლანძღავდნენ და აგინებდნენ ეს ადამიანები უშვერი სიტყვებით. ეს არის ოპოზიციის საცოდავი მდგომარეობა დღევანდელ დღეს“, – განაცხადა პრემიერმა.