ირაკლი კობახიძე - როცა ოპოზიცია ხედავს, რომ განწირულია მორიგი მარცხისთვის, პროვოკაციები არ არის გამორიცხული, მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ
მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ შესაძლო პროვოკაციების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, წინასაარჩევნოდ ოპოზიციის მხრიდან თუ არის მოსალოდნელი პროვოკაციები, პრემიერმა აღნიშნა, რომ რისკები არსებობს.
„11 დღე არის ზუსტად დარჩენილი არჩევნებამდე და მაქსიმალური სიფრთხილე და სიფხიზლე არის საჭირო. ოპოზიცია ხედავს, რომ განწირულია მორიგი მარცხისთვის, მათი რეიტინგი არის ძალიან მძიმედ. დღეს ჩვენ გვაქვს დაახლოებით 60%-მდე რეიტინგი. ასეთ პირობებში, მათი მხრიდან, რა თქმა უნდა, პროვოკაციები არ არის გამორიცხული, ამიტომ განსაკუთრებულ სიფრთხილეს გამოვიჩენთ იმისათვის, რომ აღვკვეთოთ ნებისმიერი ტიპის პროვოკაცია“, – აღნიშნა პრემიერმა.