ირაკლი კობახიძე - რაც მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვა საქართველოში, მით უკეთესი, რადგან ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს სრულად აქვთ შელახული საკუთარი რეპუტაცია
ირაკლი კობახიძე - რაც მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვა საქართველოში, მით უკეთესი, რადგან ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს სრულად აქვთ შელახული საკუთარი რეპუტაცია

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს სრულად აქვთ შელახული საკუთარი რეპუტაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებს რაც მეტი იქნება საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება, უკეთესი იქნება.

„გახსოვთ, რა მოხდა წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა გაყალბდა „პივიტი“, როცა ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს ცესკო-მ დაგვიანებით გამოაქვეყნა შედეგები და ა.შ. ასევე, გახსოვთ, საერთო ყალბი შეფასება, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ათეულმა ე.წ. ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა. შელახულია ადგილობრივი დამკვირვებლების იმიჯი ძალიან სერიოზულად. აქედან გამომდინარე, ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდეს. ჩვენ ჯერ კიდევ თებერვალში მოვიწვიეთ ეუთო-ოდირის მისია, ეს მისია ჩამოვა საქართველოში, ისევე როგორც უზრუნველყოფილი იქნება რამდენიმე სხვა საერთაშორისო მისიის ჩამოსვლა. ჩვენი პოლიტიკა არის ღია ამასთან დაკავშირებით, რაც მეტი, მით უკეთესი, აქცენტი გაკეთდება საერთაშორისო დამკვირვებლებზე“, – განაცხადა კობახიძემ.