ირაკლი კობახიძე - რაც მეტ სიმყარეს აჩვენებს ხელისუფლებაც, საზოგადოებაც, მით უფრო მეტი შანსი გვექნება, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ეს არის მთავარი, რაც უნდა იყოს უზრუნველყოფილი
პოლიტიკური გადაწყვეტილება ყოველთვის არის 50/50-ზე. რაც მეტ სიმყარეს აჩვენებს ხელისუფლებაც, საზოგადოებაც, მით უფრო მეტი შანსი გვექნება, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის მთავარი, რაც უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
„პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული დეკემბერში და პოლიტიკური გადაწყვეტილება ყოველთვის არის 50/50-ზე. რაც მეტ სიმყარეს აჩვენებს ხელისუფლებაც, საზოგადოებაც, მით უფრო მეტი შანსი გვექნება, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ეს არის მთავარი, რაც უნდა იყოს უზრუნველყოფილი – ხელისუფლების, საზოგადოების სიმყარე. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ასე მივალთ დეკემბრამდე და ამ შემთხვევაში, ბევრად მეტი შანსი იქნება, კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.