ირაკლი კობახიძე - ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით, ამ კუთხით ახალი შესაძლებლობებიც შეიძლება, გაჩნდეს
ირაკლი კობახიძე - ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით, ამ კუთხით ახალი შესაძლებლობებიც შეიძლება, გაჩნდეს

ჩვენი პარტიული გამოწვევაა, ძლიერი გუნდისა და გუნდური სულისკვეთების შენარჩუნება. აქ იგულისხმება არა მხოლოდ ლიდერების რგოლი, არამედ აქ იგულისხმება ნებისმიერი რგოლი, რომელთანაც დაკავშირებულია პარტიის საქმიანობა, ეს არის საპარლამენტო უმრავლესობა, სამთავრობო გუნდი, ადგილობრივ ხელისუფლებებში ჩვენი წარმომადგენლობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამ გუნდის კონსოლიდაცია არის ერთ-ერთი გამოწვევა.

„რაც შეეხება ქვეყნის განვითარების კუთხით ჩვენს მთავარ გამოწვევებს. ერთი, ეს არის სიღარიბის დაძლევა, კეთილდღეობის ხარისხის თვისებრივად ამაღლება და ამისთვის აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ვფიქრობთ, რომ მიმართულება სწორია. მთავარია, რომ სწორი ტენდენციით გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება და სწორად ვიმუშაოთ შემდეგი წლების განმავლობაში. ასევე ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით. ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით ახალი შესაძლებლობებიც შეიძლება, გაჩნდეს ამ გლობალური ტენდენციების ფონზე და ჩვენ შეგვიძლია, გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.