ირაკლი კობახიძე - ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, რაზეც ვართ პასუხისმგებლები, ვინმეს თუ ექნება მცდელობა დესტრუქციული ნაბიჯების, უმკაცრეს პასუხს მიიღებენ
ირაკლი კობახიძე - ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, რაზეც ვართ პასუხისმგებლები, ვინმეს თუ ექნება მცდელობა დესტრუქციული ნაბიჯების, უმკაცრეს პასუხს მიიღებენ

საქმე როდესაც ეხება შიმშილობას, მასზე პასუხისმგებელი არის მოშიმშილე. თუ ის რეალურად შიმშილობს, ის არის პასუხისმგებელი, თუ ის ფეიკ-შიმშილობს, ამაზეც თვითონ არის პასუხისმგებელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება პასუხისმგებელია, რომ ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა იყოს. როგორც კობახიძე ამბობს, თუ ვინმეს დესტრუქციის მცდელობა ექნება, კანონის ფარგლებში უმკაცრეს პასუხს მიიღებს.

„ულტიმატუმები თავისთვის შეინახონ. თუ ექნებათ რაიმე სახის მცდელობა, გადადგან დესტრუქციული ნაბიჯები, მიიღებენ უმკაცრეს პასუხს. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ. რა თქმა უნდა, იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველას აინტერესებდა, შიმშილობდა თუ არ შიმშილობდა მიხეილ სააკაშვილი და ამ კითხვას ძალიან ნათელი პასუხი გაეცა. როგორც ყველაფერში, ამ შემთხვევაშიც, სააკაშვილი არის ფეიკი, მისი შიმშილობაც აღმოჩნდა ფეიკი. ეს იყო მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის. საზოგადოებას აინტერესებდა ეს ყველაფერი და დარწმუნდა, რომ სინამდვილეში სააკაშვილის შიმშილობა არის ნამდვილი ფეიკი.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ულტიმატუმები შეუძლიათ თავისთვის შეინახონ. უმკაცრეს პასუხს მიიღებენ დესტრუქციაზე, თუ ამის მცდელობა ექნებათ. ძალიან მარტივად არის აქ საქმე. როდესაც საქმე ეხება შიმშილობას, შიმშილობაზე პასუხისმგებელი არის მოშიმშილე. თუ ის რეალურად შიმშილობს, ის არის პასუხისმგებელი, თუ ის ფეიკ-შიმშილობს, ამაზეც თვითონ არის პასუხისმგებელი. აქედან გამომდინარე, სამარცხვინო მესიჯი, რომ თითქოს ვიღაც კლავს სააკაშვილს, ესეც შეუძლიათ თავისთვის შეინახონ. ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, მშვიდობა, ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებლები. თუ ვინმეს ექნება რაიმე სახის მცდელობა, გადადგას დესტრუქციული ნაბიჯები, ამაზე მიიღებს უმკაცრეს პასუხს კანონის შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.