ირაკლი კობახიძე - ქვეყანა გამუდმებით ვერ ისაუბრებს იმაზე, ვინ როდის ჭამს და არ ჭამს
ირაკლი კობახიძე - ქვეყანა გამუდმებით ვერ ისაუბრებს იმაზე, ვინ როდის ჭამს და არ ჭამს

ქვეყანა გამუდმებით ვერ ისაუბრებს იმაზე, ვინ როდის ჭამს და არ ჭამს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ცდილობენ, რაღაცნაირად დღის წესრიგი შეცვალონ, თუმცა ქვეყანას სხვა დღის წესრიგი სჭირდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქციებს პერსპექტივა არ აქვს, ისევე როგორც არავითარი პერსპექტივა არ ჰქონდა იმ მოვლენებს, რომლებიც შარშან და მანამდე განვითარდა. ამ მოვლენებსაც არ აქვს არავითარი პერსპექტივა. ქვეყანა განაგრძობს მშვიდ განვითარებას. ერთადერთი, რასაც ახერხებენ, არის ის, რომ კიდევ გვიწევს ამ უბედურებაზე საუბარი, თუნდაც ამ დღეების განმავლობაში. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვსაუბრობდეთ მთლიანად ქვეყნის განვითარების საკითხებზე. ისინი ცდილობენ, რაღაცნაირად დღის წესრიგი შეცვალონ, თუმცა ქვეყანას სხვა დღის წესრიგი სჭირდება და აუცილებლად გადავერთვებით ამ დღის წესრიგზე. ქვეყანა გამუდმებით ვერ ისაუბრებს იმაზე, ვინ როდის ჭამს და არ ჭამს“, – განახცადა კობახიძემ.

კობახიძემ ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ „პოლარიზებას ახლა პარალიზება დაამატეს“.

„პოლარიზებას ახლა პარალიზება დაამატეს. ვერც ერთს და ვერც მეორეს რეალურად ვერ მიაღწევენ. არავითარი პარალიზების საშუალებას მათ არ მივცემთ. რაც შეეხება პოლარიზაციას, ეს მათი სურვილია და მათი მცდელობა, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დღის წესრიგი რადიკალურად შეიცვალოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.