ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენი ეროვნული ინტერესები მაქსიმალურად დაცულია, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, როცა რუსეთს გავლენების მხრივ საქართველოში წინსვლა ჰქონდა
ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენი ეროვნული ინტერესები მაქსიმალურად დაცულია, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, როცა რუსეთს გავლენების მხრივ საქართველოში წინსვლა ჰქონდა

ამ 11 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ჩვენი ეროვნული ინტერესები არის მაქსიმალურად დაცული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მოქმედი ხელისუფლების პირობებში საქართველოში რუსეთის ფედერაციაზე ან მათ კომპანიებზე არცერთი სტრატეგიული ობიექტი არ გაყიდულა, მისივე თქმით, წინა ხელისუფლებას რადიკალურად განსხვავებული შედეგები ჰქონდა.

„ჩვენთვის მთავარია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა და თქვენ ხედავთ, რომ ამ 11 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ჩვენი ეროვნული ინტერესები არის მაქსიმალურად დაცული. ამის შედეგია, მათ შორის, ის, რომ ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობა 2012 წლიდან მოყოლებული. ამის შედეგია ის, რომ რუსეთის მხრიდან ტერიტორიული წინსვლა, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, ამ ხელისუფლების პირობებში არ გვქონია. საქართველოში რუსეთის ფედერაციაზე ან მის კომპანიებზე არცერთი სტრატეგიული ობიექტი არ გაყიდულა, და ეს არის ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგები. წინა ხელისუფლებას ჰქონდა რადიკალურად განსხვავებული შედეგები, როცა ჰქონდა რუსეთს ფუნდამენტური წინსვლა ყველა მიმართულებით საქართველოში, მისი გავლენების გაფართოების კუთხით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.