ირაკლი კობახიძე - პოლიციელი გმირია, მეხანძრე-მაშველი გმირია, ჩვენი მოვალეობაა, განსაკუთრებული პატივი ვცეთ თითოეული მათგანის შრომასა და გმირობას
ირაკლი კობახიძე - პოლიციელი გმირია, მეხანძრე-მაშველი გმირია, ჩვენი მოვალეობაა, განსაკუთრებული პატივი ვცეთ თითოეული მათგანის შრომასა და გმირობას

პოლიციელი გმირია, მეხანძრე-მაშველი გმირია და ჩვენი მოვალეობაა, განსაკუთრებული პატივი ვცეთ თითოეული მათგანის შრომასა და გმირობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღე მიულოცა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურსა და სამინისტროს ყველა თანამშრომელს.

„მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო თითოეულ პოლიციელს, თითოეულ თანამშრომელს. პოლიციელი გმირია, მეხანძრე-მაშველი გმირია და, რა თქმა უნდა, ჩვენი მოვალეობაა, განსაკუთრებული პატივი ვცეთ თითოეული მათგანის შრომას და გმირობას. კიდევ ერთხელ მინდა, ეს დღე მივულოცო შინაგან საქმეთა მინისტრს და თითოეულ თანამშრომელს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.