ირაკლი კობახიძე - პოლარიზაციის შემცირება ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა, რთულია, მაგრამ მზად ვართ, ამისთვის მაქსიმუმი გავაკეთოთ
ირაკლი კობახიძე - პოლარიზაციის შემცირება ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა, რთულია, მაგრამ მზად ვართ, ამისთვის მაქსიმუმი გავაკეთოთ

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა პოლარიზაციის შემცირება. ეს არის რთული ამოცანა, თუმცა ჩვენ მზად ვართ, ამისთვის მაქსიმუმი გავაკეთოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის წერილის შეფასებისას განაცხადა.

საუბარია წერილზე, რომლითაც ჟოზეფ ბორელმა 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წერილს უპასუხა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ამოცანა არის რეფორმების განხორციელება და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.

„რეფორმების განხორციელება არის ჩვენი ამოცანა. სასამართლო რეფორმის მიზნით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის მუშაობა თვითმმართველობის არჩევნების გამო შეჩერდა. სამუშაო ჯგუფი მუშაობას იანვრიდან აუცილებლად განაახლებს და კონკრეტული წინადადებები მომზადდება სასამართლო რეფორმაზე, რაც წინა ტალღების ანალიზს დაეფუძნება.

რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, ჩვენ ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმა გავატარეთ, რის საფუძველზეც თვითმმართველობის არჩევნები ჩავატარეთ, გაიზარდა ოპოზიციის წარმომადგენლობა კომისიებში, შემოღებული იქნა საარჩევნო უბნების გადათვლის 10-პროცენტიანი ვალდებულება და ა.შ. გატარდა ფუნდამენტური ცვლილებები, რამაც ხელი შეუწყო მუნიციპალური არჩევნების უკეთეს გარემოში ჩატარებას. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ ქვეყანა წინ მიიწევს კონკრეტული განვითარების თვალსაზრისით, რასაც ჩვენ მიჩვეული არ ვიყავით 2012 წლამდე. გახსოვთ, დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით მაშინ მუდმივი უკუსვლა იყო. ჩვენ ეს ტენდენცია შევცვალეთ და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება“, – ირაკლი კობახიძემ.