ირაკლი კობახიძე - პირველ ტურამდე წარდგენილ ე.წ. კოალიციას ახლა დაამატეს 2.5-პროცენტიანი „ლელო“ და ნულპროცენტიანი ბურჯანაძის პროდასავლური პარტია, უაზრო თამაშებია, კალაძე დამაჯერებლად მოიგებს
ირაკლი კობახიძე - პირველ ტურამდე წარდგენილ ე.წ. კოალიციას ახლა დაამატეს 2.5-პროცენტიანი „ლელო“ და ნულპროცენტიანი ბურჯანაძის პროდასავლური პარტია, უაზრო თამაშებია, კალაძე დამაჯერებლად მოიგებს

ე.წ. კოალიცია ჯერ კიდევ პირველ ტურამდე წარადგინეს. იქ იყო წარმოდგენილი მელია, ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე, ახლა დაამატეს 2.5-პროცენტიანი „ლელო“ და ნულპროცენტიანი ბურჯანაძის პროდასავლური პარტია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცენების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი უაზრო თამაშებია და თბილისში კახა კალაძე უპირობოდ მოიგებს არჩევნებს.

„რეალურად, ე.წ. კოალიცია მათ წარადგინეს ჯერ კიდევ პირველ ტურამდე. გახსოვთ, რომ იქ იყო წარმოდგენილი მელია, ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე, ახლა დაამატეს 2.5-პროცენტიანი „ლელო“ და ნულპროცენტიანი ბურჯანაძის პროდასავლური პარტია.

ეს არის რაღაც უაზრო თამაშები, რა თქმა უნდა, თბილისში კონკრეტულად კახი კალაძე უპირობოდ, დამაჯრებელად მოიგებს მეორე ტურში და იგივე მოლოდინი გვაქვს 19 მუნიციპალიტეტში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გუშინ ე.წ. კოალიციური გუნდი წარადგინა. მათ შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, მოძრაობა „დროას“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“, აგრეთვე „ევროპული საქართველოსა“ და ნინო ბურჯანაძის პარტიის, „ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენლები.