ირაკლი კობახიძე - პარლამენტის თავმჯდომარე არის თვითიზოლაციაში, რათა მის გარშემო მყოფი პირების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული
პარლამენტის თავმჯდომარე არის თვითიზოლაციაში, რათა მის გარშემო მყოფი პირების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ამასთან, კითხვაზე, რატომ არ გადავიდა პარლამენტის თავმჯდომარე კარანტინში, კობახიძემ აღნიშნა, რომ მიღებულია პროტოკოლით გათვალისწინებული ზომები.
„ზუსტად პროტოკოლით როგორც არის გათვალისწინებული, ის ზომები იქნა მიღებული არჩილ თალაკვაძის შემთხვევაშიც. ის არის თვითიზოლაციაში, რათა მაქსიმალურად იყოს მის გარშემო მყოფი პირების უსაფრთხოება დაცული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.