პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაშია
პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაშია

პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, სხვა პირებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებსაც ასევე ჩაუტარდათ „პისიარ“ ტესტირება.

„პასუხი უარყოფითია, მათ არ დაუდასტურდათ კოვიდ ინფექცია. ეპიდუსაფრთხოების წესების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე გადავიდა თვითიზოლაციაში“,- აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.