ირაკლი კობახიძე პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანს მსოფლიო თასის მოგებას ულოცავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანს მსოფლიო თასის მოგებას ულოცავს.
„ვულოცავ ჩვენს საამაყო პარამოფარიკავეს, ირმა ხეცურიანს, მსოფლიო თასის მოგებას! ირმა არის სიძლიერის, ნებისყოფისა და წარმატების სიმბოლო. ის და თითოეული პარასპორტსმენი საუკეთესო მაგალითი და სტიმულია ჩვენთვის”, – აღნიშნულია ირაკლი კობახიძის მილოცვაში.
ირმა ხეცურიანი თბილისის 2018 წლის ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში მსოფლიო თასის მფლობელი გახდა.