ირაკლი კობახიძე - ოთხი-ხუთი ოდიოზური ევროპარლამენტარი ყოველ ჯერზე აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებიც პირდაპირ ემთხვევა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოზიციას
ყოველ ჯერზე 4-5 ევროპარლამენტარი აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებიც პირდაპირ ემთხვევა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განცხადებებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ისინი არიან ოდიოზური ევროპარლამენტარები.
„ესენი არიან ერთი და იგივე ოდიოზური ევროპარლამენტარები, 4-5 გვარი. არ მინდა, სიღრმეში შევიდე. ყოველ ჯერზე ისინი აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც პირდაპირ ემთხვევა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განცხადებებს. ესენი არიან ოდიოზური ევროპარლამენტარები“, – განაცხადა კობახიძემ.
ევროპარლამენტის ოთხი წევრმა ქართველ დეპუტატებს დღეს მიმართეს, არ დაეჭირათ მხარი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის.