ირაკლი კობახიძე - ორი წლის განმავლობაში ჩვენც გადავიტანეთ ერთგვარი ომი რადიკალური ოპოზიციისა და მათი მეგობრების წინააღმდეგ მშვიდობის შენარჩუნებისთვის, მადლობა ღმერთს, გაიმარჯვა სახელმწიფომ
ირაკლი კობახიძე - ორი წლის განმავლობაში ჩვენც გადავიტანეთ ერთგვარი ომი რადიკალური ოპოზიციისა და მათი მეგობრების წინააღმდეგ მშვიდობის შენარჩუნებისთვის, მადლობა ღმერთს, გაიმარჯვა სახელმწიფომ

24 თებერვალს ორი წელი გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან. კიდევ ერთხელ ვუცხადებ სოლიდარობას ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიისა და უდიდესი უსამართლობის მსხვერპლად იქცა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„უკრაინაში დაიღუპა ძალიან ბევრი სამხედრო და სამოქალაქო პირი, მათ შორის ასობით ბავშვი, დევნილად და ლტოლვილად იქცა 10 მილიონზე მეტი უკრაინელი, რომელთა უდიდესი უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. განადგურდა უკრაინის ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა. დღეს ოკუპაციის ქვეშაა ორნახევარჯერ მეტი ტერიტორია, ვიდრე რუსეთს ომის დაწყებამდე ჰქონდა ოკუპირებული. ეს ყველაფერი შეგვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის ფასი.

ამ ორი წლის მანძილზე ჩვენც გადავიტანეთ ერთგვარი ომი, ეს იყო ომი რადიკალური ოპოზიციის და მათი მეგობრების წინააღმდეგ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის. მადლობა ღმერთს, ამ ომში გაიმარჯვა სახელმწიფომ, გაიმარჯვა ხელისუფლებამ და ჩვენს ქვეყანას დღეს აქვს მშვიდობა, რომელიც ქმნის საფუძველს ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისთვის, შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს კიდევ ერთხელ ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.