ირაკლი კობახიძე - ოპოზიციურ პარტიებს ზურგს არ უმაგრებთ ხალხის მხარდაჭერა და ზედმეტად ნუ იმუქრებიან
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციურ პარტიებს ზურგს არ უმაგრებთ ხალხის მხარდაჭერა და ზედმეტად ნუ იმუქრებიან

ერთხელ სცადეს პარლამენტში შემოჭრა, თუმცა ვხედავთ, რომ არ აქვთ რესურსი, რადგან ხალხის მხარდაჭერა არ უმაგრებთ ზურგს. ეს არის რეალობა და ზედმეტად ნუ იმუქრებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პროპორციული სისტემის პროექტის ჩავარდნის გამო ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებულ საყოველთაო მობილიზაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„რადიკალური მოქმედებები არ არის ახალი მათი მხრიდან. ერთადერთი რესურსი, რაც მათ აქვთ, არის რადიკალიზმი, თუმცა ეს რადიკალიზმიც არის წარუმატებლობისთვის განწირული. მათ ერთხელ სცადეს პარლამენტში შემოჭრა, თუმცა ვხედავთ, რომ რესურსი არ აქვთ, რადგან არ უმაგრებთ ზურგს ხალხის მხარდაჭერა. ეს არის რეალური და ზედმეტად ნუ იმუქრებიან. ისინი იმუქრებოდნენ კენჭისყრამდე, იმუქრებიან კენჭისყრის შემედეგ. ბუნებრივია, მათ ეს მუქარები არ გაუვათ“ ,-  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ყველა ოპოზიციურ პარტიას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

„ყველას, მათ შორის რადიკალურ ოპოზიციას სიმშვიდისკენ მოვუწოდებ. სიმშვიდე არის ის, რაც სჭირდება ქვეყანას, მოსაახლეობას. შეიძლება, ჰქონდეთ ერთდღიანი მცდელობა იმის, რომ რაღაცა მოიმოქმედონ, თუმცა მათ ამის საშულება არ ექნებათ. საქართველოში არის ჩამოყალიბებული პოლიტიკური ვითარება, სადაც ჩვენი ოპონენტები მუდმივად საუბრობენ მუქარებზე, არიან რადიკალურები, მუდმივად ცდილობენ, შეუტიონ სახელმწიფოსა და ეკლესიას. მათ არც ერთი გაუვათ და ვერც მეორე. ვერც ეკლესიას დააკლებენ ვერაფერს და ვერც სახელმწიფოს“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს.