ირაკლი კობახიძე - ოპოზიციამ უნდა აჩვენოს, რომ მათი სურვილია პოლარიზაციის ხარისხის შემცირება, ასეთ შემთხვევაში, გაიზრდება ჩვენი მოტივაცია, მხარი დავუჭიროთ უფრო დაბალ ბარიერს
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციამ უნდა აჩვენოს, რომ მათი სურვილია პოლარიზაციის ხარისხის შემცირება, ასეთ შემთხვევაში, გაიზრდება ჩვენი მოტივაცია, მხარი დავუჭიროთ უფრო დაბალ ბარიერს

ჩვენ მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლასთან არ დაგვიკავშირებია ბარიერის საკითხის მხარდაჭერა, ეს ყველაფერი დავუკავშირეთ ქმედით სურვილს ოპოზიციის მხრიდან, რომ შეამცირონ პოლარიზაციის ხარისხი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბევრი რამ არის დამოკიდებული ოპოზიციაზე.

„ოპოზიციამ უნდა აჩვენოს, რომ მათი სურვილია პოლარიზაციის ხარისხის შემცირება. ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია გაიზრდება ჩვენი მოტივაცია, რომ მხარი დავუჭიროთ უფრო დაბალ ბარიერს. ჩვენ მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლასთან არ დაგვიკავშირებია ამ საკითხის მხარდაჭერა. ჩვენ ეს ყველაფერი დავუკავშირეთ ქმედით სურვილს ოპოზიციის მხრიდან, რომ მათ შეამცირონ პოლარიზაციის ხარისხი. ვიდრე ისინი განაგრძობენ საუბარს დესტრუქციულ ზრახვებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა პოლარიზაციის ხარისხის შემცირების სურვილი მათი მხრიდან არ იკვეთება. ჩვენ უნდა დავინახოთ მათი მხრიდან ქმედითი ნაბიჯები, რომ არსებობს პოლარიზაციის ხარისხის შემცირების სურვილი. ასეთ შემთვევაში, ჩვენ გვექნება მოტივაცია, მხარი დავუჭიროთ უფრო დაბალ ბარიერს, რაც თავის მხრივ შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს სტაბილურობის კუთხით“, – განაცხადა კობახიძემ.