ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია სასოწარკვეთილია, ამით არის განპირობებული ყველა მათი მცდარი ნაბიჯი
მე ვარ ადეკვატური, პირდაპირი და ზუსტად ვაფასებ იმ რეალობას, რაც დღეს არის ჩამოყალიბებული ქართულ პოლიტიკასა და ოპოზიციაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა, რომელიც მასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა სიძულვილის ენის გამოყენების თაობაზე.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციას არც სამეცნიერო ხარისხი აქვს და მათ განცხადებებიც არაადეკვატურია.
„ამიტომ გავაკეთე გუშინ ასეთი განცხადება. ბუნებრივია, ოპოზიცია მთლიანად არის დაკარგული და სასოწარკვეთილი. სწორედ ამით არის განპირობებული ყველა მათი მცდარი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ისინი ოქტომბერში განწირული არიან ძალიან მძიმე მარცხისთვის და ეს იწვევს მათ სასოწარკვეთას“, – განაცხადა კობახიძემ.
გუშინ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ოპოზიცია ხარზე მეტად უფრო ძროხას ჰგავს“. მისი ეს განცხადება ოპოზიციის წარმომადგენლებმა სიძულვილის ენად შეაფასეს.