ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია როცა სრულიად უსუსურია, ერთადერთი, რაც გასაკეთებელი აქვს, არის ის, რომ ხელოვნურად სცადოს არჩევნების დისკრედიტაცია, მათი რესურსი აქაც უკიდურესად მწირია
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია როცა სრულიად უსუსურია, ერთადერთი, რაც გასაკეთებელი აქვს, არის ის, რომ ხელოვნურად სცადოს არჩევნების დისკრედიტაცია, მათი რესურსი აქაც უკიდურესად მწირია

ჩვენ გვაქვს დაახლოებით 60 პროცენტი ამ ეტაპზე და, საბოლოო ჯამში, ვიმედოვნებთ, რომ 26 ოქტომბერს 60 პროცენტზე მაღალი შედეგი დაფიქსირდება, ამისთვის ყველანაირი წინაპირობაა შექმნილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია და მთლიანად ოპოზიცია ძალიან მძიმედ აგებს ამ არჩევნებს.

„ჩვენ გვაქვს დაახლოებით 60 პროცენტი ამ ეტაპზე და იმედი გვაქვს, რომ 60 პროცენტს გადავცდებით ძალიან მალე. საბოლოო ჯამში, ვიმედოვნებთ, რომ 26 ოქტომბერს 60 პროცენტზე მაღალი შედეგი დაფიქსირდება, ამისთვის ყველანაირი წინაპირობა არის შექმნილი. ასეთ დროს, ერთადერთი, რაც დარჩენია ოპოზიციას და მასთან დაკავშირებულ ე.წ. ენჯეოებს, ეს არის სწორედ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია, რასაც მუდმივად აკეთებდნენ წლების განმავლობაში. სიურპრიზი არ არის, რომ წელსაც იმავეს აკეთებენ და გააკეთებენ. საბოლოო ჯამში, ჩვენ ველოდებით მსგავსი სცენარის განვითარებას, რაც განვითარდა წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა მაშინ „ენჯეოების“ ხელით გაყალბდა PVT, გაყალბდა სხვა მონაცემები არჩევნებთან დაკავშირებით. იყო დეზინფორმაციული კამპანია ცესკო-ს, არჩევნების ლეგიტიმაციის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი იქნება. როდესაც სრულიად უსუსურია ოპოზიცია, ერთადერთი, რაც მას აქვს გასაკეთებელი, არის, რომ ხელოვნურად სცადოს არჩევნების დისკრედიტაცია, თუმცა აქაც მათი რესურსი უკიდურესად მწირია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.