ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია რაც მეტად გაერთიანდება საარჩევნო სიების თუ მაჟორიტარების კუთხით, უფრო მარტივად მოვიგებთ არჩევნებს პირველივე ტურში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ოპოზიციის საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ რაც მეტად გაერთიანდება ოპოზიცია საარჩევნო სიებისა თუ მაჟორიტარების კუთხით, „ქართული ოცნება“ უფრო მარტივად მოიგებს არჩევნებს.
„ეს ჩვენთვის ძალიან მომგებიანი გადაწყვეტილებაა. რაც უფრო მეტად გაერთიანდება ოპოზიცია საარჩევნო სიების, თუ მაჟორიტარების კუთხით, მით უფრო მარტივად მოვიგებთ არჩევნებს. მათ შორის, მაჟორიტარების ნაწილში, ეს ჩვენ გვიმარტივებს იმას, რომ პირველივე ტურში მოვიგოთ რვავე მაჟორიტარული ოლქი თბილისში.
ანუ, ძალიან სასარგებლო და მომგებიანი გადაწყვეტილებაა „ქართული ოცნებისთვის“. განმარტება მარტივია – ამ შემთხვევაში წარმოიდგინეთ სააკაშვილი, ბოკერია, ბურჯანაძე, ინაშვილი, ნათელაშვილი, გუბაზ სანიკიძე ერთობლივ კანდიდატებს აყენებენ და წარმოიდგინეთ, როგორია ასეთი კანდიდატების წარმატების შანსი. ეს არის ნული და, შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში უფრო მარტივად მოიგებს „ქართული ოცნება“ პირველივე ტურში თბილისის რვავე ოლქში“,- განაცხადა კობახიძემ.