ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია მათ მიერვე ჩახსნილი სიების აღდგენას ითხოვს, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია და კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ პოლიტიკურ უსუსურობაზე
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია მათ მიერვე ჩახსნილი სიების აღდგენას ითხოვს, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია და კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ პოლიტიკურ უსუსურობაზე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია მათ მიერვე ჩახსნილი სიების აღდგენას იხვეწება, რაც მიუთითებს, რა მძიმე მდგომარეობაში არიან ისინი.

„რაც შეეხება სიების აღდგენას, ახლა ისინი თვითონ გვეხვეწებიან მათ მიერ ჩახსნილი სიების აღდგენას. ესეც მიუთითებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ჩადგა ოპოზიცია, უფრო სწორად, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ჩავაყენეთ ჩვენ რადიკალური ოპოზიცია, რაც არის ძალიან კარგი. რადიკალური ოპოზიციის მძიმე მდგომარეობა დადებითად აისახება ქართული დემოკრატიის ხარისხზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან ჩახსნილი სიების აღდგენის მოთხოვნა მათ პოლიტიკურ უსუსურობაზე მეტყველებს.

„როდესაც ოპოზიცია ითხოვს მათ მიერვე ჩახსნილი სიების აღდგენას, რბილად რომ ვთქვათ, ეს არის პოლიტიკურად არასერიოზული და კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ პოლიტიკურ უსუსურობაზე. თვითონ ჩახსნეს სიები და ახლა თვითონ გვეხვეწებიან, აღვადგინოთ მათ მიერვე ჩახსნილი სიები. თქვენც ხედავთ, რა მძიმე მდგომარეობაშია ახლა რადიკალური ოპოზიცია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.