ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია ხვდება, რომ მისი ადგილი არის ქართული პოლიტიკის ჩრდილში, ამიტომ საუბრობენ ჩრდილოვან კაბინეტებზე
ოპოზიციის ადგილი არის ქართული პოლიტიკის ჩრდილში, აქედან გამომდინარე საუბრობენ ჩრდილოვან კაბინეტებზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სხვა ახსნა მათ იდეას არ აქვს.
„ოპოზიცია ხვდება, სად არის მისი ადგილი. მისი ადგილი არის ქართული პოლიტიკის ჩრდილში და აქედან გამომდინარე საუბრობენ ჩრდილოვან კაბინეტებზე, სხვა ახსნა მათ იდეას არ აქვს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.