ირაკლი კობახიძე - „ომის პარტიის“ უკრაინაში ვიზიტმა „წარმატებით“ ჩაიარა, რომლის შემდეგაც უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირებმა ღიად დაიწყეს საუბარი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მიზანშეწონილობაზე
ირაკლი კობახიძე - „ომის პარტიის“ უკრაინაში ვიზიტმა „წარმატებით“ ჩაიარა, რომლის შემდეგაც უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირებმა ღიად დაიწყეს საუბარი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მიზანშეწონილობაზე

„ომის პარტიის“ – ნაციონალური მოძრაობის“ უკრაინაში ვიზიტმა, როგორც გაირკვა, „წარმატებით“ ჩაიარა, რადგან მისი დასრულებისთანავე, უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ღიად დაიწყეს საუბარი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და უკრაინაში მიმდინარე ომის საქართველოში გადმოტანის მიზანშეწონილობაზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი იყო.

„როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ შედგა „ომის პარტიის“ – „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ვიზიტი უკრაინაში. როგორც გაირკვა, ვიზიტმა „წარმატებით“ ჩაიარა, რადგან მისი დასრულებისთანავე, უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ღიად დაიწყეს საუბარი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და უკრაინაში მიმდინარე ომის საქართველოში გადმოტანის მიზანშეწონილობაზე. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადება ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი იყო. ჩვენ საზოგადოებას არაერთგზის გავუზიარეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილი ყველა პროვოკაციის უმთავრესი მიზანი უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩათრევა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა გახლდათ“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის განცხადებით, „საქართველოს ხელისუფლებამ „ომის პარტიის“ ყველა პროვოკაციას სათანადოდ უპასუხა და ქვეყანაში ვითარების ესკალაცია არ დაუშვა“.