ირაკლი კობახიძე - ოფიციალურმა კიევმა უკვე არესტოვიჩის პირით აღიარა, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ომის პარტია, რაც საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის
ირაკლი კობახიძე - ოფიციალურმა კიევმა უკვე არესტოვიჩის პირით აღიარა, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ომის პარტია, რაც საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოფიციალურმა კიევმა უკვე არესტოვიჩის პირით აღიარა, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ომის პარტია.

კობახიძემ ასეთი კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებაზე: „მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“.

ირაკლი კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობას“ ქვეყანაში არეულობა სურს.

„ოფიციალურმა კიევმა უკვე არესტოვიჩის პირით აღიარა, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ომის პარტია, რაც საზოგადოებამ უკვე ძალიან კარგად იცის და გაიგო ორი თვის განმავლობაში. „ნაცმოძრაობა“ არის ომის პარტია. ომის პარტია იმიტომ არის, რომ ისინი არიან მოღალატეები. ომის პარტიასთან ერთად ღალატის პარტია არიან. შესაბამისად, ყველაფერი ლოგიკურ კავშირშია ერთმანეთთან – „ნაცმოძრაობას“ ერთადერთი რამ სურს და ამისთვის აწყობენ რევოლუციურ და ნებისმიერ სხვა გეგმებსაც, რომელიც დაკავშირებულია არეულობასთან“, – განაცხადა კობახიძემ.