ირაკლი კობახიძე - ნიკა მელია ამნისტიაზე თუ უარს იტყვის, მის მიმართ ამოქმედდება შესაბამისი კანონი
ნიკა მელია ამნისტრიაზე თუ უარს იტყვის, მის მიმართ ამოქმედდება შესაბამისი კანონი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ეს მისი არჩევანია, თუ ის ამნისტიაზე უარს იტყვის, ამ შემთხვევაში მის მიმართ ამოქმედდება შესაბამისი კანონი. ძალიან მარტივად არის ყველაფერი. თუმცა შეგახსენებთ, ის თავის დროზე ამბობდა, რომ ხელს არ მოაწერდა მიშელის დოკუმენტს, თუმცა საბოლოო ჯამში სრულიად კომიკურად ანულირებულ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ასევე მოუწევს საკუთარი სიტყვის გადათქმა, როცა საქმე-საქმეზე მიდგება ამნისტიასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი 7 სექტემბერს დაამტკიცა.
ამასთან, დღეს ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მისი საბოლოო პასუხი ამნისტიაზე არის – არა.