ირაკლი კობახიძე - ნიკა მაჭუტაძის პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ნატო ჩხეიძის არჩევა ქართულ პოლიტიკაში რყევებს გამოიწვევს
ირაკლი კობახიძე - ნიკა მაჭუტაძის პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ნატო ჩხეიძის არჩევა ქართულ პოლიტიკაში რყევებს გამოიწვევს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ნიკა მაჭუტაძის პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნატო ჩხეიძის არჩევას გამოეხმაურა.

„ეს გამოიწვევს რყევებს ქართულ პოლიტიკაში და ველოდებით, რა იქნება ამ ყველაფრის ზუსტი შედეგი“, – განაცხადა კობახიძემ.

ნიკა მაჭუტაძემ დღეს „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ განახლებული შემადგენლობა წარმოადგინა. 

ნიკა მაჭუტაძის პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნატო ჩხეიძე გახდა.

ნატო ჩხეიძის განცხადებით, მიიღო შემოთავაზება, ყოფილიყო პარტიის „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ პოლიტიკური ლიდერი, „რადგან ამ სახელწოდებაშია განსხეულებული მისი პოლიტიკური კრედო“.